მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ

თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მაშინ როცა გერმანიას და საფრანგეთს ამის ეშინიათ, -ამის შესახებ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ, რომ არ გამოიწვიონ რუსეთის უკმაყოფილება“,-განაცხადა ჩავლუშოღლუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ანკარა მოსკოვთან ყირიმის საკითხზეც ვერ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა