ადვოკატი - ვხედავთ, რომ მსჯავრდებულებს უფორმდება საპროცესო შეთანხმება - როგორ  ფიქრობთ, ეს დაზარალებულისთვის მარტივი შესაგუებელია?!  - ზაზა სარალიძის ემოციური მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია?!

ზაზა სარალიძის საქმეში დამნაშავედ ცნობილ პირებს უფორმდება საპროცესო შეთანხმება და გამორიცხული არ არის, რომ იმ ბრალდებულსაც, რომლის სასამართლო პროცესიც იმართებოდა, გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შეფასებისას აღნიშნა, ბრალდებულის შუამდგომლობა, რომ თავად მხარეს - ზაზა სარალიძეს აეკრძალოს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება, უსაფუძვლოა.

„ის შუამდგომლობა, რომ თავად დაზარალებული მხარე, ზაზა სარალიძე არ დაესწროს სასამართლო პროცესებს, უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი. ვინაიდან, კანონმდებლობით, დაზარალებულ მხარეს აქვს უფლებამოსილება, ესწრებოდეს სასამართლო პროცესებს. რაც შეეხება ადვოკატის დასწრებას, მე რა თქმა უნდა, უფლება მაქვს და დავესწრები სასამართლო პროცესებს, მითუმეტეს, რომ გახსნილია სასამართლო პროცესები, მაგრამ უსამართლოა და დაუსაბუთებელი თავად მხარეს აეკრძალოს სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. თუ რამ გამოიწვია მისი აღელვება, ცოტა მგონია, რომ ეს კითხვა არ არის შესაბამისობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, თვალნათლივ, რომ მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც არიან ხორავას ქუჩის საქმეში, უფორმდება საპროცესო შეთანხმება. როგორ ფიქრობთ, ეს დაზარალებული მხარისთვის მარტივი შესაგუებელია?! მისი ემოციური მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია?! კი, წლებთან დაკავშირებით არ დაობს. ამის შესახებ სარალიძე აცხადებდა ჯერ კიდევ აქციების მიმდინარეობისას და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს მისი ახალი პოზიციაა. ეს პოზიცია ჰქონდა მას თავიდანვე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის ემოციის გარეშე უყურებს ამას. მისი შვილის საქმეში დამნაშავედ ცნობილ პირებს უფორმდება საპროცესო შეთანხმება და გამორიცხული არ არის, რომ იმ ბრალდებულსაც, რომლის სასამართლო პროცესიც იმართებოდა, გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა ლონდარიძემ.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)