ახალი კორონავირუსის გამო, ჩინეთი კიდევ ერთ ქალაქში შესვლაზე და გადაადგილებაზე აწესებს შეზღუდვებს

ჩინეთი, უხანის შემდეგ კიდევ ერთ ქალაქში, ხუანგანში შესვლაზე და გადაადგილებაზე აწესებს შეზღუდვებს. აღნიშნულ ზომებს ქვეყანა, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად იღებს. ქალაქის მცხოვრებლებს რეკომენდაცია მიეცათ, სპეციალური მიზეზის გარეშე, ქალაქი არ დატოვონ.

მედიის ცნობით, ხუანგანი ვუხანთან ახლოს მდებარეობს. ქალაქში დაიხურა გასართობი ადგილები, კინოები, თეატრები, ინტერნეტ კაფეები. ქალაქის მიმართულებით არ მოძრაობს ტრანსპორტიც.

შეგახსენებთ,რომ დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის უხანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა. ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა