სოფო კილაძე - ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს პოზიციის მოსმენა, რა გახდა მათი მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი

ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს პოზიციის მოსმენა, რა გახდა მათი მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

სოფო კილაძის თქმით, ამ თემის აჟიტირება არ ღირს, ვინაიდან მას სამართლებრივი მსვლელობის ფორმა მიეცემა.

„ჩვენთვის სახალხო დამცველის ინსიტუტი არის უმნიშვნელოვანესი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით. იმედი მაქვს, რომ ობიექტურ დასკვნას დადებს სახელმწიფო ინსპექტორი და გამოიკვეთება ამ საქმის სამართლებრივი შეფასება. ამ თემის აჟიტირება ნამდვილად არ ღირს იმიტომ, რომ ამას მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა და გაეცემა პასუხი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს პოზიციის მოსმენა, თუ რა გახდა მათი მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი. ამიტომ, შევაჯეროთ ორივე პოზიცია და ამის შემდეგ მიიღებს სწორ დასკვნას სახელმწიფო ინსპექტორი“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეო წარმოადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა