აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორს, დავით ჩერქეზიშვილს ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ვარშავის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის რექტორმა, იზაბელა კრუპა-მაზულისმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორს, დავით ჩერქეზიშვილს ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა და შეაბამისი დიპლომი და ჯილდო გადასცა. დაჯილდოების შემდეგ დავით ჩერქეზიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია ,,საერთაშორისო უნივერსიტეტების ინტეგრაცია, როგორც სწრაფი განვითარების საშუალება’’.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, რომლებსაც ესწრებოდნენ ბიზნესისა და ჟურნალისტიკის სკოლების სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა