ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესზე სხდომის გადადების შუამდგომლობა ნიკა გვარამიამ დააყენა.

როგორც მან პროცესზე განაცხადა, გამოთხოვილი აქვს დოკუმენტები მოსამართლეთა ელექტრონული განაწილების შესახებ და ელოდება ოფიციალურ ინფორმაციას, თუ როგორ გადაეცა აღნიშნული საქმე მოსამართლე არევაძის თვითაცილების შემდეგ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს.

„ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკურ საქმე. უთვალთვალებენ ჩემს ცოლს, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ამიტომ ჩემთვის ნებისმიერ გარემოებას, რომელიც იქნება პოლიტიკური შეფერილობის, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩემთვის ძალიან რთულია გენდოთ. გულწრფელად გეუბნებით, მინდა გენდოთ და ვიცოდე, რომ კონკრეტულ მიუკერძოებელ ადამიანთან მაქვს ჩემი ბედი ჩაბარებული. ამიტომ ამ გარემოებების დადგენამდე ვერ გამოგიცხადებთ უპირობო ნდობას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე აქ რატომ ხართ და რატომ უნდა გენდოთ. ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეა“, - განაცხადა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.

შემდეგი სხდომა 30 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზარდებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი