მიხეილ კალანდიას მამა - არაფერი არ არსებობს ჩემი შვილის წინააღმდეგ, ზაზა სარალიძე ვიღაცასთანაა გარიგებული

არაფერი არ არსებობს ჩემი შვილის წინააღმდეგ, არაფერი დედამიწის ზურგზე, სადაც დიდი ფულია იქ სიმართლეა, ეს არის ყველაფერი ჯანაშიას ბიძის ნაკაიძის ნამოქმედარი, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შედეგად ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია ზაზა სარალიძის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებას.

თენგიზ კალანდიას თქმით, ზაზა სარალიძემ მორიგი სპექტაკლი დადგა და ამას სავარაუდოდ იმიტომ აკეთებს, რომ ვიღაცასთან არის გარიგებული.

თენგიზ კალანდიას თქმით, მისი შვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან მას დანაშაული შეაწმინდონ.

„რაღაც სპექტაკლები დადგა, როგორც ყოველთვის და გაიქცა. მას აქვს ვალდებულება აღებული, ვისგან არ ვიცი, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ და ხშირად ახსენონს ჩემი შვილის სახელი და თუ ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, ალბათ, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება. ალბათ ზაზა სარალიძე ვიღაცასთანაა გარიგებული, ამას სამწუხაროდ, ლოგიკური აზროვნებით ვხვდები, ამის მტკიცებულება რომ მქონდეს, ახლავე გაჩვენებდით, მაგრამ ამ მტკიცებულებებს მოვიპოვებ, თბილისი პატარა ქალაქია, მე აქ დავიბადე და გავიზარდე ჩემი ნაცნობობა და მეგობრობა მომცემს იმის საშუალებას, რომ ჭეშმარიტება დავადგინო. აქამდე არანაირი მტკცებულება არ ჰქონდათ ჩემს შვილზე, ახლა მოძებნეს ბარბაქაძე, ახლა მოძებნეს ჯანაშია და შეპირდნენ საპროცესო გარიგებას, იმის სანაცვლოდ, რომ ჩემი შვილისთვის დაებრალებინათ, რომ ხელში რაღაც დანის მაგვარი ეჭირა ,ჯანაშია, რომელიც დანების კოლექციონერია, ვერ გაარკვია დანა ეჭირა ჩემს შვილს თუ რაღაც სხვა. 200 დანა აქვს სახლში და ყველა წარმოება და ბრენდი იცის. არაფერი არ არსებობს ჩემი შვილის წინააღმდეგ, არაფერი დედამიწის ზურგზე, სადაც დიდი ფულია, იქ სიმართლეა, ეს არის ყველაფერი ჯანაშიას ბიძის ნაკაიძის ნამოქმედარი", - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა