გიორგი ვაშაძე - იზორიას საკითხი „ოცნების“ ლიდერებისთვის ცნობილი ყოფილა და ახლა გამჟღავნდა - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუციებს კარგავს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მედიაში ვიდეომასალის გავრცელებას ეხმაურება, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის დაკავების კადრებია აღბეჭდილი.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუციებს კარგავს და ვიწრო კლანისგან იმართება.

„მე ვფიქრობ, რომ ის ყველა კითხვას თავს არიდებს. თუ იმ დონემდე მივიდა, რომ ქვეყნიდან გაიქცა თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, ამაში მე არ ვარ დარწმუნებული და არ დავიწყებ სპეკულაციებს. მთავარი არის, ის რომ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლას. პოლიცია და პოლიციის მუნდირი შეურაცხყოფილია. „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის ეს ცნობილი ყოფილა და ახლა გამჟღავნდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებს კარგავს. ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ ვიწრო კლანი, რომელიც ქვეყანას მართავს ერთადერთი მიზნით, ბევრი ფული იშოვონ და ანკლავური თანამდებობები როგორმე შეინარჩუნონ. ამას ჩვენ ოქტომბერში არჩევნებზე აუცილებლად დავასრულებთ!“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ სიუჟეტის თანახმად, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას ძმა ვახტანგ (კიტა) იზორია დააკავეს. სიუჟეტში პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა იზორია, მომხდარის შემდეგ მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი