გიგა ბოკერია ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე - ეს არის ასლან აბაშიძის კურსის გაგრძელება, როცა ხარ აგონიაში და ისტერიკაში მყოფი მიმართავ ძალადობას

ეს არის ასლან აბაშიძის კურსის გაგრძელება, როცა ხარ აგონიაში და ისტერიკაში მყოფი მიმართავ ძალადობას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია თბილისის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს.

მისი თქმით, ძალადობა ვერ იხსნის რეჟიმს.

„ეს ყველაფერი დამთავრდება ძალიან ცუდად. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ძალადობა ვერ იხსნის რეჟიმს, ის კიდევ უფრო სამარცხვინოს გახდის მის ბედს და მივიღებთ ისეთ ქვეყანას, სადაც მსგავსი ფაქტები აღარასოდეს მოხდება. იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამას, ეს სამარცხვინო კაცი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და შემდეგ კანონოს უზენაესობა დავამყაროთ”,- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა