ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის ITER VITIS-ის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ღვინის ევროპულ მარშრუტში გაწევრიანებაზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ემანუელა პანკეს ქართველი სტუდენტების იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირების შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულში, ღვინის ევროპული ასოციაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ქართველმა სტუდენტებმა იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირება გაიარეს. პროექტი ასევე განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, ღვინის ევროპული მარშრუტში, საპატიო ადგილი 2017 წლიდან უკავია, ლათინური სახელით ITER-VITIS (ვაზის მოგზაურობა). მარშრუტის მიზანია, დაიცვას ღვინის ბიო მრავალფეროვნება, ხაზი გაუსვას მის უნიკალურობას დღევანდელ გლობალურ სამყაროში, ხელი შეუწყოს ღვინის მატერიალური და არამატერიალური კულტურის განვითარებას. ქართული ღვინის ისტორია ITER-VITIS მარშრუტში მრავალფეროვანი კულტურითაა წარმოდგენილი, მათ შორის: ვენახებით, მეღვინეობებითა და ღვინის ქარხნებით, ასევე ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობით, როგორიცაა ეკლესია-მონასტრებით, მუზეუმებითა თუ არქეოლოგიური ძეგლებით. საქართველოდან აღნიშნულ მარშრუტში გაწევრიანებულია ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

„აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოში Iter Vitis-ის ქსელის გაფართოება. ამ მიზნით იქმნება „ასოციაცია ITER VITIS Georgia-Caucasus“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ITER VITIS -ის სამეცნიერო საბჭოს წევრი თამარ ქობლიანიძე, სიცილიაში ITER VITIS -ის ერთკვირიან სტაჟირებაზე მყოფი სტუდენტები და „ასოციაცია ITER VITIS Georgia-Caucasus“ –ის დამფუძნებლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა