დოდო გუგეშაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ

დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ, - ასე ეხმაურება თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი მისი დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გახსნას „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

როგორც გუგეშაშვილმა სააგენტოს განუცხადა, სახელი და გვარი ზაზა მურჯიკნელი არაფერს ეუბნება.

„ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნება. ზაზა მურჯიკნელს არავის ვიცნობ საერთოდ. ეს ადამიანი არის შემსრულებელი. ახლა სხვა რაღაცებია გამოსაძიებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანია მკვლელი. ორი წლის განმავლობაში ვიყავი ჩართული ამ გამოძიების პროცესში და არასოდეს არც ეჭვი შემპარვია და არც სიჩქარე დამინახავს. გამოძიებას ჰქონდა მყარი მტკიცებულებები და იმის საფუძველზე მოხდა ამ პირის დაკავება. შედეგი უკვე დააყენეს და ახლა მათი საქმეა დამკვეთის ვინაობაც გამოიძიონ. რადგან კონკრეტული პიროვნება აიყვანეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ“, - განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა „ინტერპერსნიუსს“.

კითხვაზე: დაინახა თუ არა მკვლელის სახე და შეუძლია თუ არა მისი ამოცნობა, გუგეშაშვილმა აღნიშნა: „სახეზე დამინახავს თუ არა, ამაზე ვერც „კი“-ს გეტყვით და ვერც „არა“-ს. ეს არის ჩემი პირადი თემა და ასეთ დეტალებს არ ვხსნი“, - აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა.

ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, მურჯიკნელი 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირებს შორის იყო, თუმცა სხვა დაკავებულებთან ერთად 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია