ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივიზაციაზე პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივიზაციისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში სს 265-ე მუხლს ასაჩივრებს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კანაფის კულტივიზაციისთვის დღეს არსებული „სასჯელი არის სიგიჟე“.

"ჭიათურიდან, სოფელ ფარცხიდან ავთანდილ მეტრეველს კანაფის მოყვანისთვის ემუქრება 6 წლიანი ციხე. მოსამართლე არის ზურა ბალავაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ ჩემს თვალწინ ადამიანი 6 წლით გაუშვა ციხეში. რამდენიმე ძირი კანაფის მოყვანისთვის, ეს სასჯელი არის სრული სიგიჟე, ჯოჯოხეთი, რომელშიც ვცხოვრობთ. ადამიანებს უშვებენ ციხეში, რომლის მოხმარება არის ლეგალური, ეს დაახლოებით იგივეა, მოიყვანო კიტრი და ამისთვის გაგიშვან 6 წლით ციხეში",-განაცხადა ბათუმში ზურაბ ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა