დონალდ ტრამპი აბორტის წინააღმდეგ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას - ვიბრძვი მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სიცოცხლის მარშზე, რომელიც აბორტის წინააღმდეგ იმართება, სიტყვით გამოვიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის პრეზიდენტი მსგავს აქციაზე სიტყვით გამოდის.

„სამწუხაროდ, მემარცხენეები აქტიურად მუშაობენ ღვთისგან დაცული უფლებების წასართმევად. რწმენაზე დაფუძნებული ქველმოქმედებების გასაუქმებლად, კრძალავენ რელიგიური მორწმუნეების მოედნებზე შეკრებას და აჩუმებენ ამერიკელებს, რომელთაც სწამთ ცხოვრების სიწმინდის. ისინი მე მაკრიტიკებენ, რადგან მე თქვენთვის ვიბრძვი და ვიბრძვი მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ“,-განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ში აბორტის საწინააღმდეგო მარშები 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოვეწლიურად იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა