ვახტანგ გომელაური  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლარს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით დასავლელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით არსებულ ვითარებაზე. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, ხაზი გაუსვა საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის პრობლემას და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა