გიგა ბოკერია ხაბეიშვილის ცემაზე - თუ ივანიშვილი, კალაძის ტიპის ლიდრები ამ გზას აგრძელებენ, მათი ბედი, უმძიმესი იქნება

ყველას უნდა ესმოდეს, რომ „როდესაც ქარს დათესავ, ქარიშხალს მოიმკი“. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ტალღა არ გაღრმავდეს, მაგრამ თუ ივანიშვილი, კალაძის ტიპის ლიდრები ამ გზას აგრძელებენ, მათი ბედი, ყველა თვალსაზრისით, უმძიმესი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თბილისის საკრებულოში 24 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს.

გიგა ბოკერია ასევე გამოეხმაურა იმ განცხადებებს, რომელიც საკრებულოში მომხდარი ფაქტის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა გააკეთეს.

„გუშინდელი სამარცხვინო და ამაზრზენი ძალადობის ფაქტის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს იმის გამო, რომ მან გააკრიტიკა ქალაქის მერი, მისი გუნდი და პოლიტიკა, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, კომენტარები უფრო ამაზრზენი თუ აღმოჩნდებოდა, ვიდრე საქციელი. ეს მოახრეხა იმ ხალხმა, ვინც ამ ფაქტთან მიმართებით შემდეგში კომენტარი გააკეთა. ძალადობის დამგმობი არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა. თვითონ მონაწილეებმა იტრაბახეს ამ სამარცხვინო, ციტირებას ვახდენ ერთ-ერთი მოძალადის „ფარჩაკული“ საქციელით. საკრებულოში ვინც არიან, პოლიტიკურმა ლიდერებმა, თუკი შეიძლება მათ ასეთი ტერმინი ეწოდოთ, შესაძლოა ზრდილობისთვის ორი სიტყვა თქვეს, რომ „ჩვენ ეს არ მოგვწონს“. თუმცა, მთლიანად გაამართლეს ის სამარცხვინო საქციელი, მსხვერპლი გაამტყუნეს და ეს ყველაფერი ბოლოს თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით დაგვირგვინდა, რომლის 90% ლანძღვა იყო, კერძოდ კი, ლევან ხაბეიშვილის. ბოლოს იყო ფრაზა, რომელიც ნიშანდობლივია. თქვა, რომ რა თქმა უნდა, ძალადობაც - „ც“ დაამატა, არ არის სასურველიო. ყველა ასეთი განცხადება არის პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ძალადობა არის შენი პოლიტიკურ დაკვეთა, ამ შემთხვევაში, კალაძეს ვგულისხმობ, როგორც მსხვილ პოლიტიკურ ფიგურას, რასაც შეიძლება მსხვილი ეწოდოს ივანიშვილის კლოუნებს შორის. ყველა განცხადებას სადაც სიტყვას „მაგრამ“ აყოლებ, ან საბაბს ეძებ, რით შეიძლება ეს გამართლდეს, ეს არის საკუთარ თავზე პირდაპირი მითითება, რომ შენ ხარ, როგორც პოლიტიკური ლიდერი ამ კლიმატის დამკვეთი და პოლიტიკური გარანტორი იმისა, რომ შემდეგ არავინ დაისჯება არც ამ და არც სხვა ბევრ შემთხევაში, რომელიც კალაძის სახელს უკავშირდებოდა. ასევე იყო საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოძალადეები სპორტში ე.წ. გარეული ხალხი, რომელსაც ხშირად, ამავე დროს, კრიმინალური გარემოებები თან ახლდა, ანუ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი ჰქონდათ, დაკავშირებული იყვნენ მერ კალაძესთან. ამ განცხადებით, მან ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა