ადვოკატი - საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით უნდა წარიმართოს, ვიმედოვნებ, საქმეს ირონიულად არ მოეპყრობიან და ლევან ხაბეიშვილს აქეთ არ დასდებენ ბრალს

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის საკრებულს წევრს ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ჯგუფური ძალადობის მუხლით წარიმართება გამოძიება, რომელიც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, ცალსახაა, რომ 24 იანვარს, მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა თბილისის საკრებულოს წევრზე ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობა.

"ფაქტობრივად,აქ გამოსაძიებელი არც არაფერია.მინიმუმ, საკრებულოს სამი წევრი ჯგუფურად ძალადობდა ლევან ხაბეიშვილზე. კადრებიდან ცალსახად ჩანს, რომ მოტივი პროვოცირებული იყო. აქ, მთავარია ერთი რამ - ვნახოთ, რამდენად ოპერატიულად იმოქმედებს საგამოძიებო სამსახური. დიდი იმედი გვაქვს, რომ პირიქით არ მოხდება, მაგალითად, როცა გიგი უგულავას პროვიცირება მოხდა მოჭიდავეების მიერ და უგულავას წაუყენეს ბრალი ძალადობაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქამდე არ მივა, საქმეს ირონიულად არ მოეპყრობიან და ლევან ხაბეიშვილს იქეთ არ დასდებენ ბრალს სხვა პირებზე ძალადობსა და პროვოცირებაში“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ისინი ყველა ინფორმაციას მიაწვდიან და ელოდებიან, რომ ჩატარდება ექსპერტიზა, ვინაიდან ხაბეიშვილს დაზიანებები აქვს არამხოლოდ სახის, არამედ ტანის არეშიც და აღენიშნება გარკვეული ტკივილები.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე როგორც იურისტს, რომ აქ, ადგილი არ ექნება შერჩევით სამართალს, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი ჯგუფური ძალადობის მუხლით. ასევე, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში უნდა დადგეს რამდენად აქვთ მორალური, თუ სამართლებრივი უფლება ამ ადამიანებს დარჩნენ თბილისის საკრებულოში, ამაზეც ველოდებით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული",- განაცხადა კონდახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა