დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წარედგინა

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წარედგინა. როგორც ჟურნალისტებს გამომძიებელმა ანზორ ჟამერაშვილმა განუცხადა, მას ბრალი სისხლის სამართლოს კოდექსის ორი მუხლით წარედგინა.

„მას ბრალდება სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილისა "გ"ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის) და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მასალების გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას”, - განაცხადა გამომძიებელმა.

ბრადებულის ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი გიგა ბოგვერაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობს.

„არც ერთ ბრალდებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს, ყოველგვარ შემხებლობას საქმესთან უარყოფს, ჩვენ დღემდე, ამ დრომდე არ გადმოვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ რამე პირდაპირი მტკიცებულების მსგავსი ჰქონდეს. ამოცნობა არ ჩატარებულა, თუმცა ის დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობს და მათ არ შეხვედრია", - განაცხადა ადვოკატმა გიგა ბოგვერაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს