ერდოღანი მოსახლეობას - ნუ უსმენთ ჭორებს და ნეგატიურ, საწინააღმდეგო პროპაგანდას, ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს, მიწისძვრასთან დაკავშირებულ ჭორებსა და საწინააღმდეგო პროპაგანდას არ აჰყვნენ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ერდოღანი მიწისძვრისგან დაზარალებულ რაიონებს ესტუმრა და დაზარალებულ მოსახლეობას მიმართა, რომ არ დაიჯერონ გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, რომ ქვეყანა მიწისძვრისთვის მოუმზადებელი იყო.

„ნუ უსმენთ ჭორებს და ნეგატიურ, საწინააღმდეგო პროპაგანდას, ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ,“- განაცხადა ერდოღანმა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1,243-ს აღწევს.

შეგახსენებთ, 24 იანვარს თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6,5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა