თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ინფორმაციას ტელეარხი NTV სამაშველო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, 29 დაღუპულისა და 1466 დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

24 იანვარს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში, ელიაზიგის პროვინციაში მოხდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა. ბიძგები ასევე იგრძნეს ისრაელში, ერაყსა და სირიაში.

მიწისძვრის გამო, ბევრი ოჯახი იძულებული გახდა, ღამე ქუჩაში გაეთენებინა.

მომდევნო დღეს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. მან მიწისძვრის გამო, სტამბოლში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რათა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. პრეზიდენტმა ასევე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა