ერაყში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

ერაყში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვებითა და ხელნაკეთი ყუმბარებით გაუწიეს წინააღმდეგობა, შეტაკების შედეგად ბაღდადში ერთი ადამიანი დაიღუპა, დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში კი 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

საპროტესტო აქციები ერაყში გასულ კვირას განახლდა. დემონსტრანტები „კორუმპიებული ელიტის“ გადადგომასა და „ერაყის პოლიტიკაში უცხო ძალის ჩარევის შეჩერებას“ ითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა