ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დააფიქსიროს

20 ივნისის საქმეზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დააფიქსიროს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სასამართლოსთვის გადმოგზავნილი რეკომენდაცია, რომლითაც სახალხო დამცველმა ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და სასამართლოს რეკომენდაციით მიმართა, რომ გაუქმდეს ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული ანტიკონსტიტუციური შემზღუდავი ღონისძიებები, რომლითაც სახალხო დამცველმა თავის პოზიციაში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სახეზე როგორც მინიმუმ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

წინა სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ვადა მოითხოვა, გაცნობოდნენ აღნიშნულ დოკუმენტს და თავიანთ პოზიციას დღეს დააფიქსირებენ.

ვაპირებთ, სასამართლოს ახალი მტკიცებულება წარვუდგინოთ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დასაშვებად ცნო ნიკანორ მელიას საკონსტიტუციო სარჩელი და უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ დაინიშნება არსებითი განხილვა და პარლამენტის უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც აბსოლუტურად უკანონოდ შეუწყდა ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, გაუქმებული იქნება და აღუდგება პარლამენტარის სტატუსი", - განაცხადა კონდახიშვილმა.

საქმის პროკურორის, დავით ნეფარიძის განცხადებით, სახალხო დამცველის პოზიცია, წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ისინი მოითხოვენ, აღნიშნული რეკომენდაცია საქმეს არ დაერთოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა