ნიკა მელიას საქმეზე „სასამართლოს მეგობრის” სტატუსით სახალხო დამცველის მიერ მომზადებული რეკომენდაცია საქმეს დაერთო

20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმის მოსამართლემ, შორენა გუნცაძემ “სასამართლოს მეგობრის” სტატუსით სახალხო დამცველის მიერ მომზადებული რეკომენდაცია საქმეს დაურთო.

აღნიშნული დოკუმენტის საქმეზე დართვას ეწინააღმდეგებოდა ბრალდების მხარე, ვინაიდან მათი განმარტებით, დოკუმენტაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევითაა სასამართლოში წარდგენილი.

მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ფორმალური ტექნიკური მხარეა დარღვეული და არ შეიძლება ის ამ მოტივით არ იქნეს მიღებული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეს დაერთო დაცვის მხარის ახალი მტკიცებულება, საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერიც. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს ნიკა მელიას პარლამენტარის სტატუსის აღდგენის საკითხი.

ამასთან, ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, სასამართლოსთვის გადმოგზავნილ რეკომენდაციაში, სახალხო დამცველმა ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და სასამართლოს რეკომენდაციით მიმართა, რომ გაუქმდეს ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული ანტიკონსტიტუციური შემზღუდავი ღონისძიებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა