მეუფე იაკობი - ანდრია სარია პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სინოდის სხდომაზე კი რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? მაგასაც მოესწრებით

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გამოეხმაურა.

ბოდბეში, სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია. მისი თქმით, მღვდელმონაზონი მეუფე პეტრესავით ტყუილებს ლაპარაკობს და ჭორიკანაა.

"მე ვფიქრობ, რომ სამართლიანად ექცევიან. აბსოლუტურად ადეკვატურია. ჭორებს ავრცელებს, მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი... მაგას ახლა პატრიარქთან შეხვედრა რომ უნდა, მაგას მე ადრე დავეხმარე და მახსოვს ვინც არის და თვითონაც გაიხსენოს. მე რომ გამოვირჩევი მწვავე განცხადებებით, რას ვამბობ არასწორს? - მწვავეს არ აკეთებდა, არასწორს აკეთებდა. ტყუილს ლაპარაკობს, ისევე მატყუარაა, როგორც მეუფე პეტრე", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომის გამართვა ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.

"სინოდის სხდომაზე რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? გნებავთ?! მაგასაც მოესწრებით”, - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

იხილეთ ვიდეო: მეუფე იაკობი მამა ანდრია სარიას მატყუარასა და ჭორიკანას უწოდებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა