ამირან გამყრელიძე - გრიპის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მშვიდდება

გრიპის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მშვიდდება. 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია, გვაქვს 172 შემთხვევა, მაშინ როდესაც წინა კვირას გვქონდა - 216, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ასევე შემცირებულია გრიპისა და გრიპის მსგავსი მძიმე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

„თუ წინა კვირაში გვქონდა 30,6%, ახლა გვაქვს 28,2% ანუ სიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ. დღევანდელი რიცხვით აცრილია დაახლოებით 98 ათასი რისკის ადამიანი სახელმწიფოს მიერ და დაახლოებით, 30 ათასი ადამიანი კერძო სექტორის მიერ.

მედიკამენტ „ტამიფლუს“ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, 30 დეკემბერს მინისტრის მიერ გაცემული ახალი ბრძანების მიხედვით, ორსულებსა და სოციალურად დაუცველებზე 100 ათას ქულამდე, უკვე დღეს ჩვენი ქსელის საშუალებით 416 პაციენტზე გაიცა მედიკამენტი, აქედან 253 ორსულია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ორსულებს, ჩვენს სტრატეგიულ მარაგში კიდევ გვაქვს ვაქცინა და იცით, რომ ვაქცინაცია მიმდინარეობს სეზონის დროსაც. სასურველია, რომ ორსული ქალბატონები მიბრძანდნენ თავიანთი აღრიცხვის ადგილებში ანუ პოლიკლინიკებში და ჩაიტარონ ვაქცინაცია.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა