ინოვაციების მიმართულებით GITA-სა და ისრაელის საელჩოს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ისრაელის ელჩმა რან გიდორმა გამართულ შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ისრაელის ელჩი პოზიტიურად აფასებს და მათი მხრიდან ჩართულობა გაიზრდება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემაში, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარებასა და ისრაელიდან მაღალკვალიფიციური ექსპერტების სისტემატიურად ჩამოყვანას.

ასევე, ისრაელის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოიყოფა სპეციალური კვოტა სააგენტოს მხრიდან შერჩეული სტარტაპების გადამზადებისთვის MASHAV-ის ცენტრში თელავივში, სადაც სტარტაპებს საშუალება ექნებათ ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით გაიარონ სამკვირიანი ტრენინგები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ MASHAV - ის ცენტრი საქართველოს დირექტორი გიორგი ჟღენტი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა