სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით მხოლოდ ორი რეისი გაუქმდა, ამ ეტაპზე კი ფრენები ჩვეულებრივად განხორციელდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ჩვეულებრივ რეჟიმში განხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე ჩინეთსა და საქართველოს შორის ფრენებზე შეზღუდვა დაწესებული არ არის. ორი რეისის გაუქმების მიზეზი კი არა ახალი კორონავირუსი, არამედ ჩინური ახალი წელი იყო.

„ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს. ამ ეტაპზე რეისების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა. ორი რეისი გაუქმდა, 25 იანვრის და დღევანდელი, რაც ჩინური ახალი წლის დღესასწაულს უკავშირდებოდა“,-აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ შესაძლებელია ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეზღუდვის საჭიროება დადგეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა