საბერძნეთში რუსეთის ორ მოქალაქეს ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შეყვანისთვის, 395 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს

საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ რუსეთის ორ მოქალაქეს, ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შეყვანისთვის, 395 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით, 6 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ რუსული მედია ათენში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, პლატონ დავიდოვი და ანტონ კარამოვი გასული წლის ივნისში დააკავეს. ორივე მათგანი მეზღვაურია.

საბერძნეთის კანონებით, არალეგალი მიგრანტების შემოყვანაზე კანონი მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, დამნაშავეს, პირველ მიგრანტზე, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო დანარჩენ მიგარანტებზე 7.5 წლით პატიმრობა.

რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, საბერძნეთში გახშირდა რუსი მეზღვაურების დაკავების ფაქტები, რომლებიც კონტრაქტით უცხოურ ხომალდებზე მუშაობენ. მათი ინფორმაციით, გასულ წელს 12 რუსი მეზღვაურია დაკავებული, ხოლო, მთლიანობაში, საბერძნეთში სასჯელს 24 რუსი მეზღვაური იხდის.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო