დავით ზალკალიანი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა და მოცემულ მომენტშიც სამწუხაროდ ფაქტობრივი ანექსიის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ზოგადად კონფლიქტებზე, რომელებიც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს, მინისტრმა განმარტა, რომ ყველა ამ კონფლიქტს თავისი მახასიათებლები და შესაბამისად, პოლიტიკური გადაჭრის გზები აქვს. სწორედ ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. მოცემულ მომენტშიც, სამწუხაროდ, ფაქტობრივი ანექსიის პროცესი გრძელდება, ოკუპაციის პროცესი გრძელდება, ხელოვნური ბარიერებისა და ბანერების დამონტაჟება კვლავ პროცესშია. ახლაც კი, როდესაც აქ ვსაუბრობთ ეს პროცესი მიმდინარეობს. და ექიმის გატაცებისა და დაკავების უკანასკნელი მაგალითი, რომელიც თავისი პაციენტის მოსანახულებლად იყო საოკუპაციო ხაზის მიღმა, აღმაშფოთებელი ფაქტია. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ გვაქვს, არის საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და მხარდაჭერა. რასაც ვაკეთებთ ჩვენ მუდმივად თქვენი დახმარებით, სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრების ფარგლებში და ეს ნამდვილად აგრძელებს ზეწოლის ზრდას ძალაზე, რომელიც აკონტროლებს ამ ტერიტორიებს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა კიდევ ერთ პრობლემად ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომისა და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დაასახელა.

"ამ ტერიტორიებზე წვდომის საკითხი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. უკანასკნელი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებული ახალგორთან იყო საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების კიდევ ერთი დარღვევა, გადაადგილების თავისუფლების დარღვევა, რასაც ასევე ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში. პრობლემა ასევე დაკავშირებულია გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველების შემთხვევასთან, რომლებიც იძულებულები არიან უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე, მათ არ აქვთ საშუალება განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე, მათ ხელი ეშლებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღებაზე, მათ არ შეუძლიათ თავისი სამიწათმოქმედო ნაკვეთზე მუშაობა და ეს ხდება 21-ე საუკუნეში, რაც მიუღებელია და უნდა განიხილებოდეს ძალიან ყურადღებით ყველა საერთაშორისო დონეზე. ყველა საერთაშორისო ჩარჩო-შეხვედრისას. როგორც უკვე ვთქვი, ერთადერთი, რაც ჩვენს ხელთა არის, ამ საკითხის გამუდმებით წამოწევაა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ყურადღების მიპყრობა ამ საკითხზე. სხვა შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო წაახალისებს ოკუპანტ ძალას, რუსეთის ფედერაციას, რომ გააგრძელოს ეს არალეგალური ქმედებები“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა