დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის შესახებ უზენაესი სასამართლო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების, გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის საქმეზე უზენაესი სასამართლო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

უზენაესი სასამართლო როგორც გიორგი ჯანაშიას მიმართ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან მიმართებაშიც.

როგორც გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საქმე უზენაესი სასამართლოსთვის ტესტია.

„წუთების და საათების მიხედვით მივაწოდე სასამართლოს ინფორმაცია, თუ ვინ რა ჩვენება მიაწოდა სასამართლოში.

თუმცა, ბრალდების მხარე მაინც ცდილობს კალანდია მოიყვანოს მოწმედ იმისათვის, თითქოს, ბარბაქაძე ფარდულში მიმდინარე მოვლენების მონაწილე იყო. ეს ლოგიკურადაც და სამართლებრივადაც ნონსენსია, რომ კიდევ კალანდიაზე არის ბრალდების მხარე დამოკიდებული", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა