„სპარის“ თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის ჩხრეკისას პოლიციამ დანა, პნევმატური პისტოლეტი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ამოიღო

თბილისში „სპარის“ თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, თბილისში, მარკეტი "სპარის" კონსულტანტს - 1995 წელს დაბადებულ ბ.კ.-ს, ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დანით სხეულზე ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დასაკეცი დანა, ასევე, პნევმატური პისტოლეტი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: "სპარის" თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის ჩხრეკისას პოლიციამ დანა, პნევმატური პისტოლეტი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ამოიღო

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე