საგამოძიებო სამსახურმა 22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანის მცდელობაში ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. კერძოდ, აღნიშნული პირი, დაახლოებით, 22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანას ცდილობდა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო - გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გამოყენებით, შეეცადა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით მედიკამენტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი, რომლის საბაჟო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 5 წლამდე ვადით,“- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ფინანსურმა პოლიციამ საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა