აშშ აღიარებს, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, ამერიკული ხომალდი იყო

აშშ აღიარებს, რომ თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთის ღაზნის პროვინციაში კატასტროფა განიცადა, ამერიკული ხომალდი იყო, თუმცა არ ადასტურებს, რომ ის ჩამოაგდეს.

„რადგან კატასტროფის მიზეზზე გამოძიება მიმდინარეობს, ვერ ვიტყვით, რომ ის მტერმა ჩამოაგდო“, - აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი სონი ლეგეტი. პენტაგონი ასევე არ ავრცელებს ინფორმაციას დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ.

გუშინ, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. მათი თქმით, სამხედრო თვითმფრინავი სადაზვერვო მისიას ახორციელებდა და მასში ამერიკელი სამხედროები და სამხედრო მაღალჩინოსნები ისხდნენ.

კიდევ უფრო ადრე, საერთაშორისო მედიაში ავღანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზნის პროვინციაში კატასტროფა „არიანას“ სამგზავრო თვითმფრინავმა განიცადა, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ მათი თვითმფრინავი უსაფრთხოდ იყო.

იხილეთ ვიდეო: პენტაგონმა დაადასტურა, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ს ეკუთვნოდა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი