ნათია თურნავა სვანეთის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გადახდაზე - ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური

ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსის" კითხვას, მოუწევს თუ არა სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

მინისტრი არ აკონკრეტებს, როდის გადაიხდიან ისინი გადასახადს.

„საქართველოს მთელი მოსახლეობა ვალდებულია, რომ პირნათლად გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ჩვენ კომპანია „ენერგო - პრო ჯორჯიას" ვეხმარებით, რომ ამ თვალსაზრისით დისციპლინა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება სვანეთში ბიტკოინების არალეგალურ წარმოებას, მინისტრი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები გატარდა.

„სვანეთის ტერიტორიაზე გაიზარდა აღურიცხავი მოხმარება. მათ შორის, ეჭვი იყო იმაზე, რომ გარკვეულწილად არალეგალური მაინინგი ხორციელდებოდა. ამაზე გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მათ შორის „ენერგო - პრო ჯორჯიას" მხრიდან ჩვენი დახმარებით და ეს პრობლემა თანდათან გადაჭრილი იქნება. რაც მთავარია, სვანეთის ტურისტულ სეზონს ამ თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. ელექტრომომარაგება არის წესრიგში, პრობლემები არ არის,"- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს