კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - 520-ე დადგენილების ეფექტი ის არის, რომ რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, მედპერსონალს კი ხელფასი შეუმცირდა

520-ე დადგენილების პირველი ეფექტი ის არის, რომ რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, რაც პრობლემებს უქმნის პაციენტებს. მეორე ეფექტია ის, რომ მედპერსონალს უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ ჩუხრუკიძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტში კოლეგებთან ერთად ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებს ხვდება.

როგორც არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებს, 520-ე დადგენილების ამუშავებიდან 2 თვე გავიდა, თუმცა, პრობლემები, რომლის მოგვარებსაც ჯანდაცვის უწყება მათ დაპირდა, კვლავაც მოუგვარებელია.

„სამინისტროსთან კონკრეტულ საკითხებზე გვქონდა შეთანხმება, თუმცა, დოკუმენტურად არც ერთი საკითხი და პრობლემა, რომელიც ჩვენ დავაყენეთ 2 თვის წინ, გადაწყვეტილი არ არის. ვაფრთხილებდით სამინისტროს, რომ ამ ტარიფების პირობებში შეუძლებელია რიგი სერვისების განხორციელება და ეს დღემდე არ ხორციელდება. ასე რომ, ამის პირველი ეფექტი ის არის, რომ რიგი ოპერაციების, ვერ ტარდება, რაც პრობლემებს უქმნის პაციენტებს. მეორე ეფექტია ის, რომ მედპერსონალს უმეტეს კლინიკებში სახელფასო ფონდი შეუმცირდათ და რიგი თანამშრომლების ადმინისტრაციული კუთხით დათხოვნილ არიან სამსახურიდან. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ეს საკითხები სამინისტროსთან მუშაობის შედეგად მოგვარდეს. რაც შეეხება დავალიანებებს, ჩარიცხვები დაიწყო იანვრის დასაწყისში, ჩვენს კლინიკას აგვისტოს ჩათვლით აქვს მიღებული, თუმცა, სექტემბრის რჩება", - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

იმავე პრობლემაზე საუბრობს ჟურნალისტებთან საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის წარმომადგენელი კახა რეცედაშვილი. მისი განმარტებით, პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული კონკრეტული ტარიფები იმაზე ნაკლებია, ვიდრე აპარატურა ღირს.

"დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომ მთელი საქართველოსთვის გასაგები გახდა რა არის დეფიბრილატორი, უეცარი სიკვდილი, 9 წელია მიუხედავად მრავალი კომპანიისა, ამის ცნობადობის გაზრდა ვერ შევძელით და სამინისტროს ერთადერთი ამისთვის შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ. 520- ე დადგენილების გამო, სერვისებს, რომლებიც არის ძირითადად არითმოლოგიური სერვისები, ვერ ვახორციელებთ, რადგან მოწოდებული ტარიფი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე აპარატურის თვითღირებულება. 10 იანვრის შეხვედრაზე შეგვპირდნენ, რომ მუშაობდნენ ამ საკითხზე, თუმცა, დღეს უკვე 28 იანვარია და ჯერჯერობით ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ არის,"- აცხადებს კახა რეცედაშვილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი