დავით ნარმანია საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მარეგულირებელი კომისიის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზების, ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების, სემეკის ახალი ფუნქციებისა და გამოწვევების შესახებ.

„სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომისიის პრიორიტეტებზე რეგულირებად სექტორებში. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მომსახურების ხარისხის დახვეწაზე, რეგულირების სტანდარტების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობაზე.

დავით ნარმანიასთან ერთად, სემეკის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები გიორგი ფანგანი და მაია მელიქიძე, ასევე დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში, რომლითაც ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა, 15 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. კვირეულის ფარგლებში განიხილება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები, რეფორმირების პროცესი, საინვესტიციო ხელშეწყობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო თანამშრომლობა, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობისა და ენერგოეფექტურობის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა