კახა კალაძე - თბილისში ვერავინ გაბედავს სკვერების მაგივრად სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას

თბილისში ვერავინ გაბედავს სკვერების მაგივრად სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ბაღს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები, რომ თბილისში ვერავინ გაბედავს სკვერების მაგივრად სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და ვაგრძელებთ ამ დაპირების შესრულებას. „ანას ბაღს” რაც შეეხება, ერთადერთი, რაც გაკეთდება, ისაა, რომ ბაღის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ამას დედაქალაქის მერია ან რაიონის გამგეობა განახორციელებს”,- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა