საქართველოს ელჩი ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მარტ ჰელმესთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ესტონეთის დინამიკურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას.

„არჩილ ყარაულაშვილმა ესტონურ მხარეს გააცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული წარმატებები. საუბარი შეეხო მიგრაციის პოლიტიკას და ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობის გამოყენების მნიშვნელობას.

ელჩმა ესტონური მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა სხვადსხვა მნიშვნელოვან სფეროში ესტონური გამოცდილების გაზიარებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა