სალომე ზურაბიშვილი - საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.

მისივე თქმით, მოუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, ის პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღებთ საპარლამენტო ასამბლეას, რადგან პატივს ვცემთ რეგულაციებსა და ორგანიზაციის პრინციპებს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსმა დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს განუცხადა, რომ საქართველო სახიფათო ქვეყანა გახდა არამარტო უმცირესობებისთვის და ქალებისთვის, არამედ პარლამენტებისთვისაც.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანა მზადაა თბილისში, რუსეთის დელეგაცია მიიღოს

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს