მაჰმუდ აბასი დონალდ ტრამპის გეგმაზე - ეს არის საუკუნის სილის გაწვნა, პალესტინა არ იყიდება

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ „საუკუნის გეგმას“ „საუკუნის სილის გაწვნას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის „შეთქმულება“, რომელსაც მხარს არ დაუჭერენ.

„მივმართავ ტრამპსა და ნეთანიაჰუს : იერუსალიმი არ იყიდება, ჩვენი უფლებები არ იყიდება,“- განაცხადა აბასმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

მაჰმუდ აბასოს თქმით პალესტინელი ხალხისთვის მიუღებელია სახელმწიფო იერუსალიმის გარეშე და ისინი ტრამპის გეგმას „ისტორიის სანაგვეში მოისვრიან.“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა.

ტრამპის ინიციატივა ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება, სადაც აშშ თავის საელჩოს გახსნის.

ამასთან, გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენტიტს უჭერს მხარს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა