ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შედეგად, 26 რეისი გაუქმდა

ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შედეგად, 26 რეისი გაუქმდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. "ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა რამდენი რეისი გაუქმდა აღნიშნული შეზღუდვის შედეგად.

სააგენტოს განცხადებით, "ზამთრის საავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანიას უნდა შეესრულებინა 26 რეისი".

ცნობისთვის, პირდაპირი ფრენების შეზღუდვა იმოქმედებს 2020 წლის 29 მარტამდე. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადაიხედოს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა