თინა ბოკუჩავა - მალხაზ მაჩალიკაშვილიც თავის შვილის გზას უნდა დააყენოს რეჟიმმა? უნდა მოკლან? წარმოუდგენელი უსამართლობაა

არჩილ თალაკვაძეს რაოდენ ბუტაფორიული როლიც არ უნდა ჰქონდეს, ის არის გადაწყვეტილების მიმღები პირი პარლამენტში, ამიტომ მისი პასუხისმგებლობაა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეუშვან მალხაზ მაჩალიკაშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის ამბობს, აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს და არჩილ თალაკვაძე ან პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ნახოს, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელნი, შეუშვებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში.

„ეს კაციც თავის შვილის გზას უნდა დააყენოს რეჟიმმა? უნდა მოკლან? წარმოუდგენელი უსამართლობაა. ვაპირებ შევიდე და თალაკვაძე ვნახო, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და შეუშვას ადამიანი, რომ ჩავატაროთ ბრიფინგი, ამისთვის მოვედით. ამისთვის უნდა მოკლან ადამიანი? თუ თალაკვაძე არის ადგილზე, რაოდენ ბუტაფორიული როლიც არ უნდა ჰქონდეს მას ყოველთვის, ის არის გადაწყვეტილების მიმღები პირი პარლამენტში. ამიტომ მისი პასუხისმგებლობაა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეუშვას მაჩალიკაშვილი. თუ ის არ არის ადგილზე, ვოლსკი პირველი ვიცე - სპიკერი არის, თუ ახლად დანიშნული კუჭავა, ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, დეპუტატი თინა ბოკუჩავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგის ჩასატარებლად შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ შეუშვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რის შემდეგაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ცუდად გახდა. მას ახლა სასწრაფო დახმარების მანქანაში პირველად დახმარებას უწევენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა