გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში დაპირებული „ონკოლოგიის მართვის ცენტრი" დააფუძნა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, „ონკოლოგიის მართვის ცენტრი“ დაარეგისტრირა, რომელიც ეფუძნება სამ მთავარ პრინციპს: პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას და უმაღლესი ხარისხის მკურნალობას საქართველოში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ახალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ცენტრს სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს საკუთარ თავზე.

„გზავნილია - დაამარცხე კიბო. ეს ცენტრი 19 თებერვალს ქართველ და უცხოელ ექიმებთან ერთად სახელმწიფოს კომპლექსურ სტრატეგიას შესთავაზებს თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ონკოლოგიურ და სიმსივნურ დაავადებებს, რომელიც სამ მთავარ პრინციპს ეფუძნება: პრევენცია; ადრეული დიაგნოსტიკა; უმაღლესი ხარისხის მკურნალობა აქ, საქართველოში, რომელიც სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ცენტრს სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს.

ამ ცენტრის მეშვეობით ჩვენ მთელ საქართველოში ლობირებას დავიწყებთ, რათა საბიუჯეტო სახსრებმა 100%-ით დაფაროს. ევროპაში ადრეული დიაგნოსტიკა არის 2,5-ჯერ უკეთესი, ვიდრე საქართველოში. ჩვენთან მეოთხე სტადიაზე ხდება გამოვლენა, რაც ძალიან სამწუხაროა, ასევე ხუთ წელიწადში გადარჩენადობის მაჩვენებელი 3-ჯერ უარესია ევროპასთან შედარებით.

დადგა დრო ყველანი გავერთიანდეთ და ეს მართლაც უმძიმესი დაავადება ყველამ ერთად დავამარცხოთ. ალბათ უახლოეს მომავალში მსოფლიოში იქნება მედიკამენტი, რომლითაც საბოლოოდ განკურნება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა