დიმიტრი ცქიტიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე - დღევანდელ პარლამენტში ვერ ვხედავ რესურსს, რომ მან შეძლოს ობიექტური საგამოძიებო დასკვნის დადება

დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ღია კითხვებისა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საგამოძიებო კომისიამ უნდა იმუშაოს ისეთ საკითხებზე, რომლის მიმართაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ჩნდება კითხვები პროკურატურის საბოლოო დასკვნის შედეგად, მაგრამ დღევანდელ პარლამენტში ვერ ვხედავ რესურსს, რომ მან შეძლოს ობიექტური საგამოძიებო დასკვნის დადება.

მე მაქვს კითხვები და მგონია, რომ ის ბოლომდე გამოძიებული არ არის. არ ვიცი, რამდენად იყო საჭირო გასროლა, იყო თუ არა ეს ხელყუმბარა მართლაც თუ ჩაუდეს?“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დეპუტატებს, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდნენ, მიმართა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი