გიორგი გახარია კორონავირუსზე - ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმ  შემთხვევაში, თუ გამოვლინდება მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას

ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა შესაბამის უწყებებს კორონავირუსის მიმართულებით ჯანდაცვის სამინიტროსთან კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის გარკვეული და ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით არის მაკოორდინებელი ორგანო და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ მივიღეთ, პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც შეგვეძლო გადაგვედგა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას,“- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერმა, კორონავირუსთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციისკენ მოუწოდა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა