ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სასამართლოს შესასვლელთან ერთ-ერთი მოქალაქე გაუსწორდა ფიზიკურად, რის შედეგადაც გვარამიამ სახის არეში დაზიანება მიიღო.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ადვოკატიც სწორედ ნიკა გვარამიაა.

იხილეთ ვიდეო: ვინ არიან პირები, რომლებიც ნიკა გვარამიას თქმით, მას თავს დაესხნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა