„ლურჯ ვეშაპზე“ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი შესაძლოა, სკოლებში აჩვენონ

ეროვნული კინოცენტრის ინიცატივით, „ლურჯ ვეშაპზე“ გადაღებული ფილმი, შესაძლოა, სკოლებში აჩვენონ. 15-წუთიანი მხატვრული ფილმი, რომელიც სახიფათო ინტერნეტთამაშის შესახებ მოგვითხრობს, ლევან გაბაძემ გადაიღო. რეჟისორის განცხადებით, ფილმზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და პრემიერა უახლოეს მომავალში შედგება.

მისი თქმით, ნამუშევარმა ეროვნული კინოცენტრის მოწონება დაიმსახურა, რის გამოც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ფილმის სკოლებში ჩვენება მოხდეს.

„ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. აჩვენებს ამ საზარელ თამაშში მონაწილე ყველა მხარეს. ვიდრე ფილმის გადაღებას დავიწყებდით, ჩვენ მოვიძიეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, როგორც ქართული, ისე უცხოური რეალობიდან. ვესაუბრეთ ფსიქოლოგებს და სხვა სპეციალისტებს და ერთად შევკარით ეს გამოცდილებები. იმედი გვაქვს, რომ ფილმი დიდ როლს ითამაშებს პრობლემის პრევენციაში და სასარგებლო იქნება როგორც მოზარდებისთვის, ისე მისი მშობლებისთვის. პრევენციის მიზნით არის ფილმი გაკეთებული და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება. ამჟამად მიმდინარეობს ფილმის თარგმნა და ინგლისურ სუბტიტრებზე მუშაობა, რადგან ვგეგმავთ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა რეჟისორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა