ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე სკვერი რეაბილიტირდა

ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე 1700 კვ.მ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, მოეწყო განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი, ბორდიური, ფილები და განთავსდა საპარკე ინფრასტრუქტურა.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტირებული სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკვერი შეემატა. ლოტკინზე, ხერთვისის ქუჩაზე ეს ტერიტორია ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე აქვთ. ასევე, სკვერის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყობა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 80 488 ლარი დახარჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა