საკრუიზო გემზე მყოფ ჩინელ ცოლ-ქმარს კორონავირუსი არ დაუდგინდა

იტალიის პორტ ჩივიტავეკიაში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე მყოფი მგზავრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ორი ჩინელი ტურისტი - ცოლ-ქმარი, რომლებიც ჰონგ- კონგიდან არიან, ხომალდის ბორტზე ერთადგილიან სამედიცინო კაიუტაში იმყოფებიან. ტემპერატურა და გრიპის იოლი სიმპტომები მხოლოდ ცოლს აღენიშნება, ქმარს კი არანაირი სიმპტომები არ აქვს. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, ისიც იზოლირებულია.

ექიმების განცხადებით, კორონავირუსის საბოლოოდ გამოსარიცხად, აუცილებელია, ანალიზების საბოლოო პასუხი, რომელიც რომის საავადმყოფოშია გადაგზავნილი.

ხომალდის ბორტზე 6 000 ადამიანი იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა