ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს გაერთიანებული კომისიის სხდომა დატოვა

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა.

„დიდი ბოდიში უნდა დაგტოვოთ, გავალ და გააკეთეთ განცხადებები, მე ვფიქრობ, რომ თქვენი განცხადება არავის დააინტერესებს. ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას იმ კორუფციის შესახებ, რომელსაც მგონია, რომ ადგილი აქვს საკრებულოში და მერიაში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ხაბეიშვილის მხრიდან სხდომის დატოვებას თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე გამოეხმაურა.

„ლევან, მინდა რაღაც გკითხოთ, თუ არ გაქვთ უნარი რომ გაგვცე პასუხი... პასუხი არ გაქვს იმიტომ, რომ ლაჩარი ხარ და გამეცი პასუხი, ტყუილებზე შე გარეწარო“, - მიმართა კუხიანიძემ ხაბეიშვილს.

ამ დროს ლევან ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზს ტოვებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა