ეკა ბესელია - საერთაშორისო კრიტიკა გროვდება და საბოლოოდ წითელი ბარათი იქნება - ასე რომ გააბრაზებ მეგობრებს, ის ვინც მეგობარი არ არის, ის რა განწყობაზე დადგება?!

საერთაშორისო კრიტიკა საბოლოოდ გროვდება და იქნება წითელი ბარათი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც ძლიერი მხარდამჭერები სჭირდება საერთაშორისო არენაზე. ეს უნდა ესმოდეს ხელისუფლებას რასაც ნიშნავს - ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კონგრესმენების გაცხადებები.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ეს კრიტიკა წამოვიდა ქვეყნის მეგობრებისგან, ადამიანებისგან, რომლებიც კეთილგანწყობილნი იყვნენ საქართველოსადმი.

"ასე რომ გააბრაზებ მეგობრებს, ის ვინც მეგობარი არ არის ის რა განწყობაზე დადგება?! ხელისუფლების განცხადებების შემდეგ, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ხასიათი არ აქვს, მოყვა კრიტიკა. ასევე, მომავალშიც, თუ ვერაფერზე, ვერც ერთ საარჩევნო მოდელზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეს გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე, იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებზე, რომელმაც უნდა ცნოს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების შემოთავაზებას 100/50-ზე არც ერთ შემთხვევაში არ დაეთანხმება.

"ეს ვერ მოხდება. ეს არ არის პირობა. ეს არის ულტიმატუმი და უტიფარი პოზიციის დემონსტრირება. ამიტომ შემდეგი შეხვედრა, რომელიც იმედია შემდეგ კვირას გაიმართება, ნათლად გამოაჩენს აქვს აზრი ამ მოლაპარაკებებს და რაიმე კონსენსუსამდე მივა თუ არა ეს პროცესი. ჩვერ ჩვენი ვერსია გვაქვს", - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა